Friday, 28 May 2010

ბოროტების იმპერია

ძველები და ორაიჯინები [რედაქტირება]

მილიონობით წლის წინ, კაცობრიობის (სავარაუდოდ) პირველი ევოლუცია ალტერანები (ლათ. altera-დან: სხვა(ნი)), რომლებიც შორეულ გალაქტიკაში ცხოვრობდნენ და რომელთაც განვლეს ევოლუციური გზა ამაღლებამდე, ორად გაიხლიჩა — ორაიჯინებად და ძველებად; მანამდე ეს ჯგუფები ერთმანეთისაგან არ განსხვავდებოდნენ და ერთიან საზოგადოებაში ცხოვრობდნენ. ალტერანების საზოგადოებაში მოგვიანებით ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივმა განსხვავებმა იჩინეს თავი. ორაიჯინები სულ უფრო და უფრო მგზნებარე მორწმუნეები ხდებიან, ხოლო ძველები კი უპირატესობას ანიჭებენ სამყაროს სამეცნიერო-რაციონალურ ხედვას. ორ ჯგუფს შორის ბზარი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, რამაც ალტერანების ჯერ ორად გახლეჩა, შემდგომში კი ორაიჯინების მხრიდან ძველების ამოწყვეტის მცდელობა გამოიწვია. ორაიჯინების ძალმომრეობის წინააღმდეგ, ამელიუსად წოდებულმა ძველმა მოისურვა ჭეშმარიტების კიდობნის — სინამდვილის დამნახებელი ხელსაწყოს გამოყენება. ომის თავიდან ასაცილებლად ძველებმა მიატოვეს მშობლიური გალაქტიკა და ახალი შინას ძებნას შეუდგნენ.

დიდი ხნის შემდეგ, დანიელ ჯაქსონის მოსაზრებით, ათასობით წლის შემდეგ, ძველებმა აღმოაჩინეს ირმის ნახტომი, სადაც სავარაუდოდ დიდი იმპერია შექმნეს. ძველებმა ააგეს ასტრია პორტა–ნი (ვარსკვლავთკარიბჭეები) გალაქტიკის მრავალ პლანეტაზე, რომლებიც მათ სავარაუდოდ აითვისეს. მათ მიერ ათვისებულ პლანეტათა რიცხვში შედიოდა დედამიწაც, რომელსაც ტერა უწოდეს. დედამიწის სტატუსი ძველთა იმპერიაში ბოლომდე ნათელი არ არის; ვინაიდან SG-1-ის მიერ გალაქტიკაში აღმოჩენილი დედამიწის თავდაპირველი ვარსკვლავთკარიბჭე ყველა ცნობილ ვარსკვლავთკარიბჭეზე უფრო ძველია, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დედამიწა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო უნდა ყოფილიყო. დედამიწის მნიშვნელობაზე მიგვითითებს ისიც, რომ დედამიწაზე იყო დასადგურებული მათი მფრინავი ქალაქი ატლანტისი მის პეგასში გაფრენამდე და რომ ვრეისებთან დამარცხების შემდეგ მათი შთამომავლობა დედამიწაზე დაბრუნდა. ირმის ნახტომში ძველების მიერ ათვისებული სხვა მნიშვნელოვანი პლანეტებია პროკლარუშ ტაონასი, ვალოს კორი და დაკარა.

მიუხედავად ძველების სხვა გალაქტიკაში გადმოხვეწილობისა, როგორც ჩანს მათ მაინც შეინარჩუნეს კავშირი თავიანთ თანამოძმეებთან, როგორც ამას მოწმობს ორივე გალქტიკაში ნაპოვნი შორი კავშირგაბმულობის მოწყობილობა. უკვე ირმის ნახტომში მცხოვრებ ძველებს რამდენიმე მილიონი წლის წინ უცნობი სენი, ჟამი მოედოთ და მრავალი მათგანი დაიხოცა, ნაწილი კი ცოდნისა და სიბრძნის წყალობით ამაღლდა. ამ ჟამის თავიდან ასაცილებლად, რომელმაც თითქმის მთლიანად გაანადგურა მათი ცივილიზაცია ირმის ნახტომში, ზოგიერთმა ძველმა, როგორც ჩანს, სცადა დროში უკუმოგზაურობა მაგრამ ამაოდ. ცოცხლად დარჩენილი ძველები თავიანთი მფრინავი ქალაქით ატლანტისით პეგასის გალაქტიკაში გაერიდნენ სენს. ვინაიდან ამ სენის სიმპტომები ძალიან ჰგავს ქადაგთა მიერ ურწმუნოებში გავრცელებული ინფექციის სიმპტომებს, დანიელ ჯაქსონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ძველები ორაიჯინებმა დაასნებოვნეს, რამეთუ ისინი ძველებს ისევ მტრებად თვლიან. ანუბისის თქმით, პეგასის გალაქტიკაში გადახვეწამდე ძველებმა სცადეს სიცოცხლის კვლავ აღმოცენება ჟამისაგან გაუკაცრიელებულ ირმის ნახტომში დაკარის ზეიარაღის გამოყენებით. კაცობრიობის თანამედროვე ევოლუცია ამ ცდის შედეგი უნდა იყოს.

ძველები პეგასის გალაქტიკაში [რედაქტირება]

რამდენიმე მილიონი წლის წინ ძველების ნაწილი თავისი მფრინავი ქალაქით ატლანტისით პეგასის გალაქტიკაში გადაიხვეწა. ამ გადახვეწის ზუსტი მიზეზები უცნობია, მაგრამ დოქტორი დანიელ ჯაქსონის მოსაზრებით ეს გამოწვეული უნდა იყოს იმ ჟამის თავიდან აცილების სურვილით, რომელიც იმ დროს ანადგურებდა მათ ცივილიზაციას ირმის ნახტომში. ანტარქტიკაში ნაპოვნი გაყინული ძველი აიიანა, რომელიც ძველებმა თან არ წაიყვანეს პეგასისის გალაქტიკაში და რომელიც ამ სენით დაავადებული აღმოჩნდა, ამყარებს დოქტიორ ჯაქსონის ამ მოსაზრებას (მე-6 სეზონის მე-4 სერია: „გაყინული“). ანუბისის თქმით, პეგასის გალაქტიკაში გადახვეწამდე ძველებმა სცადეს სიცოცხლის კვლავ აღმოცენება ჟამისაგან გაუკაცრიელებულ ირმის ნახტომში დაკარის ზეიარაღის გამოყენებით. კაცობრიობის თანამედროვე ევოლუცია ამ ცდის შედეგი უნდა იყოს.

პეგასის გალაქტიკაში მისვლის შემდეგ ძველები დასახლდნენ პლანეტაზე რომელსაც უწოდეს ლანტეა და თავის თავსაც ლანტეელებს უხმობდნენ (ატლანტისის ექსპედიციის მონაწილენი მათ ატლანტებსაც უწოდებენ; პეგასის გალაქტიკის მცხოვრებლები კი ატლანტებად ხშირად ატლანტისის ექსპედიციის წევრებს მოიხსენებენ). პეგასის გალაქტიკა ძველებს გონიერი სიცოხლის გარეშე დახვდათ და ამიტომ მათ დაიწყეს პეგასის გალაქტიკაში ადამიანთა განსახლება და ახლადათვისებული მსოფლიოები ერთმანეთთან ვარსკვლავთკარიბჭეებით დააკავშირეს. ძველები იცავდნენ ახლადდასახლებულ პლანეტებს, და იშვიათ შემთხვევებში, თავადაც სახლდებოდნენ ამ პლანეტებზე თავიანთი წარმოშობის გაუმხელად. პეგასის გალაქტიკაში ძველების მიერ განთესილი ადამიანები მათ „წინაპრებს“ უწოდებენ. პეგასის გალაქტიკის ათვისებისას ერთ-ერთ პლანეტაზე ძველები წააწყდნენ წურბელისებრ არსებას, რომელსაც „ირატუსის მწერი“ უწოდეს და რომელსაც გასაოცარი განკურნების უნარი და შთამბეჭდავი იმუნიტეტი ახასიათებს. ადამიანებით კვებისას ამ ორგანიზმმა სავარაუდოდ შეითვისა ადამიანის გენეტიკური ინფორმაცია და ვამპირისებრ ვრეისებად განვითარდა, მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, ამ განვითარების დეტალები, ძველები აღიარებდნენ თავის წილ პასუხისმგებლობას ვრეისთა წარმოშობაში.

ირმის ნახტომში დაბრუნება [რედაქტირება]

ძველების ახალი ისტორია [რედაქტირება]

ენა და დამწერლობა [რედაქტირება]

ძველთა ანაბანი და მისი ლათინური შესატყვისები

ძველების ენა ლათინური ენის წინამორბედად წარმოგვიდგება ვარსკვლავთკარიბჭის სამყაროში. ლათინურსა და ძველების ენაში ბევრი მსგავსებაა, ლათინურის კარგად მცოდნეს, ვარჯიშისა და პრაქტიკის შემდეგ არ გაუჭირდებოდა ძველების ენის გაგება.

პეგასისგალაქტიკელი ათოსელები ლოცვისას ძველების ენას იყენებენ. ძველების ენასა და დამწერლობას იყენებენ აგრეთვე ორაიჯინები და მათი მიმდევრები, ეს იმითია განპირობებული, რომ ორაიჯინები და ძველები ერთი და იმავე ხალხის შთამომავალია. ვრეისების ენა, რომლებიც გამოგონილ მწერ ირატუსის მიერ ძველების დნმ-ს შთანთქმისა და შერწყმის შედეგად წარმოიშვნენ, ძველების ენიდან წარმოქმნილი უნდა იყოს, შესაბამისად, ძველების ენის მცოდნისათვის ვრეისულის გაგება საკმაოდ ადვილია.


ძველების ენა იყენებს უნიკალურ დამწერლობას, რომელსაც დედამიწაზე ბადალი არ მოეპოვება. ძველური ასოები ოთხკუთხედებს მიაგვანან და ძირითადი მართი კუთხეებისაგან შედგებიან. ძველური ანბანი 25 ასოს („ჶ (F)“ და „უ (U)“ ერთი და იგივე ასოა) და 10 ციფრს შეიცავს ძველურ-ლათინურ შესატყვისობათა ცხრილში. ცნობილია აგრეთევე, რომ ძველები რვაობით სისტემასაც იყენებდნენ. დაზუსტებით არაა ცნობილი, თუ როგორ იყენებდენ ძველები ასო-ნიშნებს, თუმცაღა ცნობილია, რომ ზოგ სიმბოლოს შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდეს ზევიდან ქვევით კითხვისას. ძველების სიტყვების წარმოთქმა საგრძნობლად იცვლებოდა მისი გამოყენების ათასწლეულების მანძილზე.

ცნობილი სიტყვები [რედაქტირება]

ძველური სიტყვები

ძველურად ლათინურად ქართულად (მიახლოებითი მნიშვნელობა) მნიშვნელობა სერია
Abicierum abiciectum ხელის ჩაქნევა უხეშად თქმა; ხელის ჩაქნევა, უარის თქმა; დასუსტება, დაუძლურება, მოდუნება. ხელსაყრელი შემთხვევის სარკმელი (მე-4 სეზონი)
Adventus appositus მიახლოება ახლოს მოთავსება, ახლოს დება; ახლოს, მიახლოება; მითვისება ხელსაყრელი შემთხვევის სარკმელი (მე-4 სეზონი)
Ameria Armarium კიდობანი ზანდუკი, სეიფი, განჯინა ჭეშმარიტების კიდობანი (ფილმი)
Ani Es ყოფნა ვარ, ხარ, არის... მეხუთე რასა (მე-2 სეზონი)
Anqueetus, Anqueetas Antiquitas ძველი ძველი, მოხუცი, ჭაღარა; ძველი, ძველთაძველი მეხუთე რასა (მე-2 სეზონი)
Asorda adservio დახმარება შველა, შეწევნა მეხუთე რასა (მე-2 სეზონი)
Asorda adservio დახმარება შველა, შეწევნა მეხუთე რასა (მე-2 სეზონი)
Avalon Via Lactea ირმის ნახტომი ირმის ნახტომი (ჩვენი გალაქტიკა) ავალონი (მე-9 სეზონი)
Comdo commodo გეთაყვა თავაზი მეხუთე რასა (მე-2 სეზონი)
Cozars crur, cruris ფეხები ფეხი, ტერფი, წვივი, კანჭი, მეხუთე რასა (მე-2 სეზონი)
Cruvas curvus მცდარი მრუდი, უპატიოსნო მეხუთე რასა (მე-2 სეზონი)
derentius dementis სულით ავადმყოფი გიჟი, შეშლილი, გადარეული დაკარგული ქალაქი, 1-ელი ნაწილი (მე-7 სეზონი)
Dormoda dormio ძილი ძილი, მოსვენება, სულის მოთქმა დაკარგული ქალაქი, მე-2 ნაწილი (მე-7 სეზონი)
Deserdi desidero სურვილი ნდომა, წადილი; მონატრება მეხუთე რასა (მე-2 სეზონი)
Domatavus dominatus მფლობელი მბრძანებლობა ხელსაყრელი შემთხვევის სარკმელი (მე-7 სეზონი)
Eetium etiam დიახ დიახ, დასტურ მეხუთე რასა (მე-2 სეზონი)
Ego ego მე მე, თვითონ მეხუთე რასა (მე-2 სეზონი)
Euge eu, euge, eugepae კარი კარგი! კეთილი! მეხუთე რასა (მე-2 სეზონი)
Fallatus făcultas უნარი ძალა, (ხელსაყრელი) შემთხვევა, უნარი მეხუთე რასა (მე-2 სეზონი)
Feggus fio, fieri, factus დამთავრებული გაკეთებული(ა) მეხუთე რასა (მე-2 სეზონი)
Fron frons თავი შუბლი, წარბი მეხუთე რასა (მე-2 სეზონი)
Glaciuse glacies ყინული
დაკარგული ქალაქი, მე-2 ნაწილი (მე-7 სეზონი)
Haud haud არა არა, არანაირად მეხუთე რასა (მე-2 სეზონი)
Illac Semita ბილიკი იქით, ამ მიმართულებით Talion (მე-10 სეზონი)
Incursis Incurso შეტევა/თარეში შეტევა, იერიში; ძალისხმევა ექოები (Stargate Atlantis [Season 3])
Indeeo indigeo საჭიროება მოთხოვნა, გაჭირვება მეხუთე რასა (მე-2 სეზონი)
Lacun Lacun ფოსო ხვრელი, სიღრუე, დაკარგული; გამოტოვებული (ასოები). დაცემული (მე-7 სეზონი)
Locas Locus მდებარეობა ადგილი, მდებარეობა, ვითარება მეხუთე რასა (მე-2 სეზონი)
Mallum Malum ბოროტება უბედურება, მარცხი, ბოროტმოქმედება, ავკაცობა, ბოროტება, დანაშაული, ზარალი, ზიანი ჭეშმარიტების კიდობანი (ფილმი)
Motabilum praeteritus წარსული
ხელსაყრელი შემთხვევის სარკმელი (მე-4 სეზონი)
navo novo ახალი განახლება, გადახალასება, გაცოცხლება, აღორძინება მეხუთე რასა (მე-2 სეზონი)
Nous Nos ჩვენ ჩვენ მეხუთე რასა (მე-2 სეზონი)
Perennial pernicies უბედურება განადგურება, უბედურება, ნანგრევები ხელსაყრელი შემთხვევის სარკმელი (მე-4 სეზონი)
Puta Puto რწმენა ნათელყოფა; მორიგება, შეთანხმება; მიჩნევა, განხილვა, ფიქრი, რწმენა Avalon Part 1 (მე-9 სეზონი)
Ortus Ortus დასაბამი დაბადება, დასაბამი, წყარო ჭეშმარიტების კიდობანი (ფილმი)
Renin Regnum სამეფო წესი, ხელისუფლება, სამეფო, Talion (მე-10 სეზონი)
Subo Sub ქვეშ ქვეშ, ქვე-; ძირს დაკარგული ქალაქი, მე-2 ნაწილი (მე-7 სეზონი)
Taonas Orbis სფერო სფერო, წრე (შეიძლება აღნიშნავდეს ვარსკვლავს და პლანეტას). დაკარგული ქალაქი, მე-2 ნაწილი (მე-7 სეზონი)
Terre Terra დედამიწა დედამიწა; მიწა, ნიადაგი; ქვეყანა, მხარე დაკარგული ქალაქი, მე-2 ნაწილი (მე-7 სეზონი)
Tu Tu შენ
Avalon Part 1 (მე-9 სეზონი)
Uban urbs, urbis ქალაქი გალავნიანი ქალაქი შინ დაბრუნება (მე-7 სეზონი)
Veriumas Veritas ჭეშმარიტება ჭეშმარიტება, ჭეშმარიტი ჭეშმარიტების კიდობანი (ფილმი)
Vestul hesito ჭოჭმანი ჭოჭმანი; შედრკომა, შემდრკლობა ხელსაყრელი შემთხვევის სარკმელი (მე-4 სეზონი)
Vis Avius დაკარგული მოხეტიალე, გზას ამცდარი, დაკარგული შინ დაბრუნება (მე-7 სეზონი)

ცნობილი გამოთქმები [რედაქტირება]

  • Clava thessara infinitas - უსასრული საუნჯის გასაღები (SG1: "Memento Mori")
  • Ortis Mallum - ბოროტების დასაბამი (ჭეშმარიტების კიდობანი)
  • Ameria Veriumas - ჭეშმარიტების კიდობანი (ჭეშმარიტების კიდობანი)
  • No ani Anqueetas - ჩვენ ვართ ძველები (მეხუთე რასა)
  • Hic Qua Videeum - ჩვენი მემკვიდრეობის ნაწილი/მდებარეობა (მეხუთე რასა)
  • Ego deserdi asordo - დახმარება მჭირდება (მეხუთე რასა)
  • Ex uno disce omnes - ყველა ისწავლის ერთისაგან (ისარი და სისხლი)
  • Ego Indaeo Navo Locas - ახალი ადგილი მჭირდება (მეხუთე რასა)
  • Perennial Adventus - უბედურების მოახლოება (ხელსაყრელი შემთხვევის სარკმელი)
  • Vis Urban - დაკარგული ქალაქი (შინ დაბრუნება)
  • Proclarush Taonas - ცეცხლში ჩანთქმული (დაკარგული ქალაქი, მე-2 ნაწილი)
  • Terre Atlantus - ატლანტისის მხარე (დაკარგული ქალაქი, მე-2 ნაწილი)
  • Subo Glaciuse - ყინულის ქვეშ (დაკარგული ქალაქი, მე-2 ნაწილი)
  • Aveo, Amacose - ნახვამდის, მეგობრებო (დაკარგული ქალაქი, მე-2 ნაწილი)

ტექნოლოგია [რედაქტირება]

ძველების ტექნოლოგია ვარსკვლავთკარიბჭის სამყაროში ცნობილ ტექნოლგიებს შორის ყველაზე უფრო განვითარებულია და მას მხოლოდ ორაიჯინული ტექნოლოგია თუ უწევს მეტოქეობას. მათ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ვარსკვლავთკარიბჭე და ატლანტისი.

ძველების ტექნოლოგიებიდან ცნობილია აგრეთვე:

  • ნულოვანი წერტილის მოდული;
  • დნმ-ს განმშიფრავ-კვლავმწყობი;
  • სამკურნალო დანადგარი;
  • საპლანეტო თავდაცვის სისტემა;
  • ცოდნის შენახვისა და პირდაპირ ადამიანის ტვინში გადამცემი მოწყობილობა;
  • ძალური ველისაგან შედგენილი ფარები;
  • ჯამპერები;
  • გაუჩინარების ტექნოლოგია;

მრავალი ძველური მოწყობილობა ასამუშავებლად საჭიროებს ძტა-გენს (ველური ექნოლოგიის ქტივაციის გენი), სხვებისათვის კი ასეთი გენი საჭიროა მხოლოდ გასააქტიურებლად და შემდეგ მისი გამოყენება ნებისმიერს შეუძლია.

ნულოვანი წერტილის მოდული [რედაქტირება]

ნულოვანი წერტილის მოდული (ნუწემი) ატლანტისის კვების კონსოლში

ნულოვანი წერტილის მოდული (შემოკლებით ნუწემი, ინგლ. Zero Point Module) გამოგონილი მოწყობილობაა ვარსკვლავთკარიბჭის სამყაროში. ნუწემი ენერგიის მძლავრი წყაროა და იგი ძველებმა შეჰქმნეს და, შესაბამისად, ფართოდ გამოიყენება ძველების სხვადასხვა მოწყობილობათა ენერგიით უზრუნველსაყოფად. ნუწემის მოქმედების პრინციპი ეფუძნება ნულოვან რხევებს — სხვა განზომილებათა ვაკუუმიდან ახდენს ენერგიის ამოწვლილვას (დოქტორმა როდნი მაკკეიმ ნუწეზე საუბრისას ერთხელ აღნიშნა, რომ იგი „შეიცავს მინიატურულ სამყაროს).

გამოყენება [რედაქტირება]

ნულოვანი წერტილის მოდული გამოიყენება ძველების დიდი მოწყობილობებისათვის ენერგიის მისაწოდებლად. ნულოვანი წერტილის მოდული ერთადერთი საკმარისად მძლავრი კვების წყაროა, რომელსაც შეუძლია ენერგიით დააკმაყოფილოს ძველების საპლანეტო თავდაცვითი სისტემები, ძალური ველები (იხ. ატლანტისი) ან ვარსკვლავთკარიბჭე, როდესაც იგი სხვა გალაქტიკისაკენ ხსნის ჭიახვრელს.

ნუწემის არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი აფეთქება. აფეთქების ძალა დამოკიდებულია ნუწემის დატენილობაზე. ბოლომდე დატენილი ნუწემის აფეთქებამ შეიძლება მთლიანად დაანგრიოს ვარსკვლავური სისტემა.

ატერო [რედაქტირება]

ატერო ძალიან მძლავრი იარაღია, რომელიც ააგო ძველმა მეცნიერმა იანუსმა. ატერო უშვებს ქვესივრცულ გამოსხივებას, რომელიც ინტერფერირებს ვრეისთა ხომალდების მიერ გახსნილ ჭიახვრელთან და მას მდგრადობას უკარგავს, ამას შედეგად სდევს ჭიახვრელში შემავალი ნებისმიერი ვრესიული ხომალდის სრული განადგურება. ატეროს აქვს ძალიან საშიში თანმდევი მოვლენა, რომლის არსიც მდგომარეობს იმაში, რომ ატეროს ამოქმედებისას ხდება ენერგიის სწრაფი ხტომა აქტიურ ვარსკვლავთკარიბჭეებს შორის, რაც იწვევს მათ აფეთქებას. ეს აფეთქება თავის სიძლიერით 12 ბირთვული ბომბის აფეთქებას უდრის.

Powered by MediaWiki
Wikimedia Foundation
ეს გვერდი ბოლოს განახლ

No comments:

Post a Comment